|
2024-04-11 16:11:56, 292 ნახვა
საზოგადოება
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. მერის მოადგილის განცხადებით, თბილისის მერია აგრძელებს პროექტის მხარდაჭერას. „დედაქალაქის მერია დაარსებიდან გვერდში უდგას თბილისის ხელოვნების ბაზრობას, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ამას ცხადყოფს უცხოელ და ადგილობრივ მონაწილეთა ინტერესი და ხარისხი. ეს პროექტი მიმართულია თბილისის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისკენ და დედაქალაქის მერია სამომავლოდაც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 14 აპრილამდე გაგრძელდება. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნა, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს. ბაზრობა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-დან 20:00 საათამდე.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)