20:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 14:21:28, 310 ნახვა

საზოგადოება
ტრადიციული ჯიშების შეგროვების მიზნით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ექსპედიცია გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ფარგლბში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტ პეტრა ენგელსთან ერთად, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ექსპედიცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით,  ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან  შეგროვდა ლობიოსა და სიმინდის 36 ნიმუში, რომლებიც შრობის პროცესს  თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში გაივლის და შესანახად მომზადდება.

"FAO-ს პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm  კავშირის გაძლიერება“  მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს კულტურებისთვის მინდვრის ცდების მოწყობას, რომლის შედეგებიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გენბანკის ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში და ევროპულ კატალოგში (EURISCO) აიტვირთება.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვება 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics