|
2024-04-11 12:49:51, 273 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ
„საქართველოს ბანკმა“ და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და პროგრამებზე განსაკუთრებული პირობები - სპეციალური ფასდაკლება, ქეშბექი ან უფასო მომსახურება დააწესა. სპეციალური პირობები მოქმედებს ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებზე, როგორებიცაა Google Workspace, Hotjar, Adobe Acrobat, Notion, Monday.com, HubSpot და სხვა. შეთავაზება ვრცელდება 20-ზე მეტ ბრენდზე, რომლებიც ბიზნესებს დახმარებას უწევს ციფრული მარკეტინგის, პროექტების მართვის, შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის, დოკუმენტების, დავალებების თუ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში. შეთავაზებები 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. „საქართველოს ბანკი" ბიზნესების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაში დახმარება. სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან და ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააუმჯობესონ პროცესები გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტებით და პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებით. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ 20-ზე მეტი ბრენდის შეთავაზება. ჩვენ არ ვჩერდებით და სამომავლოდაც არაერთ საინტერესო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - ამბობს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. შეთავაზებების სრული სიის სანახავად და სასურველი პროდუქტის შესაძენად ესტუმრეთ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს შეთავაზებების გვერდს ან გამოიყენეთ ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების ფარგლებში პროდუქტების შეძენა და გააქტიურება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს Mastercard ბარათით. თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში მოითხოვეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)