|
2024-04-05 17:30:35, 382 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ესპანელ კოლეგასთან, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად, „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. "ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული. საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)