|
2024-04-05 16:07:43, 316 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა
გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, სავარჯიშო და საკვალიფიკაციო ეტაპმა კი წარმატებით ჩაიარა. "საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში. ეს არის ქვეყნის დიდი წარმატება და აღიარება. მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას. ამ სეზონის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, წარმატებულად ჩავატარეთ მსოფლიო თასები, ფრირაიდის მსოფლიო ტური, შესაბამისად, ამან განაპირობა, რომ გვემასპინძლა ასეთი ღონისძიებისთვის, რომელიც პირველად ტარდება. გამოწვევა იყო, რაც გადავლახეთ, დაუღალავად იმუშავა ჩვენმა გუნდმა. სავარჯიშო და საკვალიფიკაციო ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ვიმედოვნებთ, წარმატებით ჩავატარებთ მეხუთე საერთაშორისო ღონისძიებას",- აღნიშნა ბურჭულაძემ. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა განაცხადა, ძალიან კარგია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან იღებენ. "მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, საქართველოში, გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის. გასულ წელს, ბაკურიანში მსოფლიო ჩემოუონატისა და სხვა მსოფლიო თასების წარმატებულად მასპინძლობის შემდეგ კარგი შესაძლებლობაა აქ ჩამოსვლა. იცით, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს აქვს მაღალი დონის შესრულების მაჩვენებელი. ძალიან კარგია ყველა ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან ვიღებთ. მადლობა, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, წარმატებული, კარგი და დასამახსოვრებელი ჩემპიონატების მასპინძლობისთვის",- აღნიშნა პიტერ კროგოლმა.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)