|
2024-03-28 15:18:51, 814 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ. 5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)