|
2024-03-27 16:40:31, 764 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება, ისტორია დაწერილია
გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება, ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა სამწვრთნელ გუნდს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. “გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იშრომა ამ წარმატებისთვის. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც არასდროს დაუკარგავს გამარჯვების რწმენა. სრულიად საქართველოს გილოცავთ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)