|
2024-03-27 12:10:15, 537 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში OSCE-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ტაჯიკეთის დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კომიტეტის და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის OSCE წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრები საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. "მხარეებმა გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით ორი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების დაცვა-მონიტორინგის კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება; მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდეთ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ მტირალას, ქობულეთის, კინტრიშის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, წალკის და მარტვილის კანიონებზე, სათაფლიას, პრომეთეს და თეთრა მღვიმეებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და განხორციელებულ პროექტებს და მართვის სპეციფიკას გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)