|
2024-03-22 12:18:15, 461 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობამ სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული კონკურსი ჩაატარა
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში, პოეზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ლიტერატურული კონკურსი "ლექსი თვითონ მწერს“ გაიმართა, რომელშიც 31 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, საკონკურსო I ადგილი მიხეილ ბერუაშვილმა, II ადგილი ლუკა წოწონავამ, III ადგილი კი ვაკო კერესელიძემ დაიკავეს, გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. "ნამუშევრები ჟიურის წევრებმა, პოეტებმა - ტარიელ ხარხელაურმა, ნინო მოდრეკილაძემ და ედუარდ უგულამავმ შეაფასეს. ღონისძიებას კი ბექნუ ქაფიანიძე უძღვებოდა. ამასთან, ჩატარდა კონკურსი ნომინაციაში - "საუკეთესო ექსპრომტი“, რომელშიც ელენე ფხალაძემ გაიმარჯვა, "ჟიურის სიმპათია“ კი მარიამ გოგოლაძე გახდა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)