|
2024-03-20 14:35:22, 473 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართულლებით
ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის, ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. „ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერის და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი ამოქმედდა, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მექანიზმი ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტში. ადამიანის უფლებების დეპარტამენტმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გასულ წელს არაერთი საინფორმაციო კამპანია თუ აქტივობა განახორციელა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)