|
2024-03-20 14:23:30, 373 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე დაიწყო
გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე. „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, 2023 წელს ტრენინგი პოლონეთში ჩაუტარდათ. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია და დეპარტამენტმა ექსპერტიზის 12 ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის (ISO-ს) მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. გარდა ლაბორატორიების აკრედიტაციისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა განაცხადის შეტანა შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც გულისხმობს დანაშაულის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშობას. დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებებში მოხდა ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.დეპარტამენტმა შეიძინა 10 დაქტილოსკოპიური სკანერი პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც განთავსდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების 10 იზოლატორში, რითაც შესაძლებელია, იზოლატორში შეყვანილი პირის ადგილზე დაქტილოსკოპირება“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)