|
2024-03-20 13:47:56, 369 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში იკავებს ადგილს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალი წარედგინა 15 პირს; პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ; 4 სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია 3 „კანონიერი ქურდი“; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის, პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირზე დაიწყო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)