|
2024-03-20 13:40:22, 378 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში. ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. კვლევის მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია. მინიჭებული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საემიროები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)