|
2024-03-20 11:13:33, 408 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს ლატვიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია
საქართველოში ვიზიტით, ლატვიის პარლამენტის (საეიმას) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლატვიის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. „გრიგოლ გიორგაძემ ლატვიის მხარეს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მრავალწლიანი პარტნიორობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც ლატვიელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)