|
2024-03-20 11:02:37, 3605 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, Swissôtel Tbilisi გაიხსნა
"თიბისის" მხარდაჭერით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, Swissôtel Tbilisi გაიხსნა და მზადაა სტუმრების შვეიცარიული სტანდარტით მასპინძლობისთვის. Swissôtel Tbilisi "თიბისისა" და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორ კომპანიის - „მაქრო ჯგუფის" თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო 130 ოთახს აერთიანებს, მათ შორის, Swiss Business Advantage, Deluxe King, Swissôtel Vitality ტიპის ნომრებსა და საპრეზიდენტო ლუქსს. Swissôtel Tbilisi სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ჯგუფში - Accor-ში შემავალი მე-8 სასტუმროა საქართველოდან. სასტუმროს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია Pürovel Spa & Sport. სასტუმროში საქმიანი ღონისძიებებისთვის 4 საკონფერენციო სივრცეა მოწყობილი. Swissôtel Tbilisi-ის ინტერიერის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი დიზაინისა და არქიტექტურის სტუდია Sundukovy Sisters-ია. სასტუმრო ვიზიტორებს მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს: ბარ-რესტორანში Atmosphere აზიური სამზარეულო და საფირმო კოქტეილებია წარმოდგენილი, Cafe Swiss-ში - შვეიცარული დესერტები, Olives სივრცეში კი - ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და საუზმე. Swissôtel Tbilisi-ის ხშირ სტუმრებს, ALL - Accor Live Limitless ლოიალობის პროგრამის დახმარებით, შეუძლიათ მრავალფეროვანი უპირატესობებით ისარგებლონ. „განვითარებული ინფრასტრუქტურით, მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი გასტრონომიული გამოცდილებით, საქართველო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პოტენციურად წარმატებული მიმართულებაა. Swissôtel Tbilisi-ის გახსნა ამ დინამიურ ბაზარზე ჩვენი შემდგომი გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი გამორჩეული სასტუმრო აერთიანებს თანამედროვე დიზაინს შვეიცარიული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებთან, და აქცევს მას იდეალურ ადგილად იმ მოგზაურთათვის, ვისაც სურს გაიცნოს თბილისი ქალაქის შუაგულიდან", - ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი. „Swissôtel Tbilisi განსაკუთრებული პროექტია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის უნიკალურ სასტუმრო გამოცდილებას მოუტანს ქალაქს და მის საზოგადოებას. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს სტუმრებს თბილი და დასამახსოვრებელი მასპინძლობით, დაუვიწყარი დასვენებისა და უნიკალური კულინარიული გამოცდილების გასაზიარებლად", - აცხადებს ერდოღან შაჰინი, Mercure Tbilisi Old Town-ის და Swissôtel Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი. "მოხარული ვარ, რომ Swissôtel-ის ქსელს, რომელიც 5 კონტინენტზე, 17 ქვეყანაში, 30-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, "თიბისის" მხარდაჭერით, ახლა უკვე თბილისიც შეუერთდა. სასტუმრო განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს თბილისის ტურისტულ პოტენციალსა და ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. Swissotel Tbilisi-ის შემთხვევაში, არა მხოლოდ სასტუმროს დაფინანსებაზე, არამედ, "თიბისის" მხარდაჭერით, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობისა და მომსახურების დასავლური სტანდარტისა და შვეიცარული ხარისხის შემოტანაზე ვსაუბრობთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერით, კიდევ ერთი საერთაშორისო დონის პროექტი განხორციელდა საქართველოში", - აღნიშნა გიორგი თხელიძემ, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილემ.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)