13:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 15:27:28, 559 ნახვა

საზოგადოება
კახეთში სიმულაციური სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, 14:00 საათზე, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში, ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია.

"აღნიშნული სწავლების შესახებ, მოსახლეობას 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ.

სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მეხანძრე-მაშველები შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics