14:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 14:44:46, 635 ნახვა

საზოგადოება
2024 წლის თებერვლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74  ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევებიდან,  29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის,  2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 110.424 მ3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ არის განთავსებული.

2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა 167.234 მ3  შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics