14:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 12:47:50, 564 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა. 

"ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა. ახალი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პარალელურად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. 

მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მან გარემონტებული ყაზარმები, განახლებული სასადილოს შენობა და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი დაათვალიერა. 

ირაკლი ჩიქოვანი კოპიტნარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და ყაზარმის სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო. 

დასავლეთის სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics