|
2024-03-07 12:09:27, 650 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში „თიბისიმ“ განათლების სივრცე გახსნა
"თიბისიმ" ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე" შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით. პირველი განათლების სივრცე ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში გაიხსნა. განათლების სივრცის კონცეფცია სრულად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. სივრცე ითვალისწინებს მოდულარული მოწყობის პრინციპებს და მორგებადია სხვადასხვა აქტიოვეობაზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა, როგორიცაა: ჭადრაკი, კითხვა, ვოკალი, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფი, მულტიმედია ფორმატის გაკვეთილები და სხვა. მოსწავლეები დამატებით შეძლებენ სივრცე სამეცადინოდ გამოიყენონ და ამასთანავე გაეცნონ მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას როგორც სივრცეში მოწყობილ ბიბლიოთეკაში, ისე „საბას" ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. "თიბისის" განათლების სივრცე ახალი თაობის მხარდასაჭერი ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)