|
2024-03-04 12:41:44, 816 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით Google-ის ინიციატივა Women Techmakers ტექ ღონისძიებას ჩაატარებს
14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს" უმასპინძლებს. "თიბისის" მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან. პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს. კონფერენციაზე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები (Android/iOS), სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები, და ტექნოლოგიები განათლებაში. ღონისძიების მიზანი არა მხოლოდ მსმენელთათვის საინტერესო თემების შეთავაზება და კომფორტული გარემოს შექმნა, არამედ მოტივაციაა ქალებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე საკუთრ ცოდნას ისეთი ტექ პროფესიონალები გააზიარებენ, როგორიცაა: ნინუცა ნანიტაშვილი, ნათია სირბილაძე, ელენე კავარცხელია, ალინა ტყაბლაძე, ნანა დიხამინჯია, ნანა ქავთარაშვილი, მარიამ გაგუა და სხვა.. "თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც ტექ პროფესიონალეის ჩართულობა მაქსიმალურადაა წახალისებული. "თიბისი" არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიებში, ერთ-ერთი ასეთი წამოწყება გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)