|
2024-03-01 12:21:33, 590 ნახვა
საზოგადოება
1-ელი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ 1-ელი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია და მოუწოდებს მათ, კანონით დაწესებული ვადები მკაცრად დაიცვან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს გააგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს - კანონის თანახმად, რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია და ასევე, შესაძლოა, პირს ჩამოერთვას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. „ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში იცავენ გარემოს. უკანონო ნადირობის ფაქტების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ნადირობის სეზონის განმავლობაში, გამკაცრებული კონტროლი ხორციელდებოდა. შედეგად, სეზონის განმავლობაში, 685 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტი - 228 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, 117- სამეგრელო-ზემო სვანეთში. მცხეთა-მთანეთში - 95, კახეთში - 74, შიდა ქართლში - 46, გურიაში - 45, ქვემო ქართლში - 23, აჭარაშიც - 23, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 7. უკანონო ნადირობის 10 ფაქტი კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. დეპარტამენტი მკაცრ კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)