|
2024-02-29 10:42:56, 521 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - თელავის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის პროექტირების კონკურსში კომპანია შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კომპანია "ხმალაძე არქიტექტორებმა" გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. "დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა, დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და "ხმალაძე არქიტექტორების“ დამფუძნებელმა, არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ მოაწერეს. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება. კომპანია "ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. მათ შორის, შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება; შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)