|
2024-02-28 12:52:31, 496 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება
დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების წარდგენა 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. „როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან. კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა, გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, გამარჯვებული ნიმუშების ავტორი დასაჩუქრდება 10 000 ლარით. „დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და განაცხადების წარმოდგენის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge. იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)