|
2024-02-28 11:37:22, 741 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 29 თებერვალს და 1-3 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29 თებერვალს და 1-3 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. "თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსამდე მოიმატებს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)