|
2024-02-28 11:27:56, 824 ნახვა
საზოგადოება
TASS - მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მამუკა მამულაშვილი ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი. "მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, რომლის ათვლაც დაიწყება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილი ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი", - აცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)