20:45 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 14:02:51, 633 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულთან დაკვშირებული ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

გარდა ამისა, წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics