|
2024-02-24 11:24:32, 605 ნახვა
საზოგადოება
გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „დღეისთვის, გურიაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენებას დიდი ყურადღება ექცევა. ერთ-ერთი გამორჩეული, უძველესი ვაზის ჯიშია ჩხავერი, რომლის ფართობებიც გურიის რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება. რეგიონში გამართული შეხვედრა, ძირითად თემებთან ერთად, დარგში არსებული პრობლემების განხილვასაც დაეთმო. უპირველეს ყოვლისა, გურიის რეგიონში ვაზის კვალიფიციური სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხს, რომელიც ახალი ვენახების გაშენების მსურველთათვის ვაზის სხვადასხვა ჯიშის ხარისხიან სარგავ მასალაზე ხელმისაწვდომობის გარანტი იქნება“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სახის ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობასა და მევენახე-მეღვინეთა მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება. „რეგიონში გამართული შეხვედრა იმ დიდი საქმის გაგრძელებაა, რაც გურულებისთვის უნიკალური ვაზის ჯიშჩხავერის აღორძინებას და მისგან წარმოებული ღვინისთვის ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ამ და სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გურიის რეგიონის ღვინის მწარმოებელთათვის ლაბორატორიული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის უფასო სასწავლო კურსების მოწყობას, რაც ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ. შეხვედრას, რომელიც ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის,სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში „ანასეული“ გაიმართა, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, შემოქმედელი მიტროპოლიტი ყოვლადუსამღვდელოესი იოსები და სხვა პირები ესწრებოდნენ, რომლებიც ანასეულის ბაზის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს და სამეცნიერო პროექტებსაც გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს,გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოყვანილი ვაზის ჯიში „ჩხავერისგან“ დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)