2024-02-23 14:26:44, 734 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში
რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე დამოკიდებული, მის ხედვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან საარჩევნო კამპანიაზე საუბარი ჯერჯერობით არ ჰქონია.
"რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე დამოკიდებული, მის ხედვაზე. ჯერჯერობით არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებას", - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,