|
2024-02-21 13:23:06, 483 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავებული ჰუმანური საკანონმდებლო დოკუმენტი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. „რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს, რაც სამწუხაროდ, ხშირია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრა თითოეული მუნიციპალიტეტისგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. „ხშირად გვითქვამს, რომ თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. ეს ერთდროულად უნდა გაკეთდეს მთელ ქვეყანაში. მუნიციპალიტეტებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის დისკრედიტაციის მიზნით, დეზინფორმაცია ვრცელდება. „ბოლო კვირის განმავლობაში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი, რომლითაც ცდილობენ, ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას. ასე ცდილობენ წლობით მოუგვარებელი საკითხი ისევ ხელუხლებელი დარჩეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)