|
2024-02-20 12:05:56, 546 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს
"საქართველოს ფოსტამ", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. "პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცია ქაცაშვილმა. პროექტი ერთი წელი გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)