00:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 10:11:27, 616 ნახვა

საზოგადოება
თბილისი fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების 2024 წლის რეიტინგის ორ კატეგორიაში, ათეულში შევიდა

საქართველოს დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, Financial Times ჯგუფის წევრმა fDi Intelligence „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ორ კატეგორიაში, ათეულში აღმოჩნდა.

"თბილისი „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის, მეექვსე ადგილზე, ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ ნომინაციაში მეცხრე ადგილზე დასახელდა.

ანგარიშის მიხედვით, „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, თბილისთან ერთად, საუკეთესო ქალაქებია: ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბოლი, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა და ზაგრები. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ მიმართულებით კი, ნომინაციის ათეულში თბილისთან ერთად, დასახელებულია ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეიტინგის შედგენისას, ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება სულ ექვს კატეგორიას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტიანობა, დაკავშირებულობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics