06:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 20:26:19, 580 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები

ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მთავარია, ვნახოთ ოპტიმალური გზა, რომელიც მოგვცემს ერთდროულად- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ასევე კოლექტივის ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავადაც იყო ჩართული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხის განხილვაში. მისივე თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს.

„გარკვეულ დონეზე უკვე ვიყავი ჩართული ამ საკითხის განხილვაში. რა თქმა უნდა ყველა ასეთ საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამის დარგის სპეციალისტებთან, ამ შემთხვევაში, ექიმებთან, მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს, არიან დამსახურებული ადამიანები და რა თქმა უნდა გაგრძელდება კონსულტაციები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის გადავადების თაობაზე. ერთიანი გადავადება მოხდა იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, რომ ოპტიმალური გამოსავალი ინახოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics