|
2024-02-05 16:01:47, 773 ნახვა
საზოგადოება
ალასანია ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე - არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, მაგრამ გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ
მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება თავისთავად,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას. ალასანიას თქმით, ომბუდსმენის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფს ენდობა. "არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, პირიქით, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი, უკვე წელიწადი და 9 თვეა თითქმის, ეს ადამიანი აქ არის, კლინიკაში მოთავსებული და მე ამ ხნის მანძილზე, დღეში 2-ჯერ მოვდივარ, ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. ნუ, ეს არის წამება თავისთავად, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება თავისთავად. არავითარი იმედი იმის, რომ ეს ადამიანი მორჩება. პირიქით. ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ",- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმმა დღეს, 5 თებერვალს დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, გასინჯვის შედეგად გამოვლინდა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ამასთან, ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)