09:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:15:30, 508 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია

​სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გომელაურის თქმით, უწყების მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა.

მისივე თქმით, ყოველწლიურად იზრდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგია:

„პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს სამინისტროში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებაა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. ის რითაც ყოველ დღე ვამაყობ და რაც არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგი, არის სტატისტიკური მაჩვენებლები - დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულს, 64,87%-ს მიაღწია“, - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics