10:36 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 11:25:42, 754 ნახვა

საზოგადოება
ზარქუა - „ნაცებს“ მივმართავ - გამოდით წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ, ხელმოცარულებო

მინდა, „ნაცებს“ მივმართო - გამოდით, ბიჭო, წერეთელზე, მინდა, დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო თქვენა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, თბილსის მერის, კახა კალაძის გუნდმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია „დროულად და ხარისხიანად, დათქმულ ვადაში" შეძლო.

„მინდა, „ნაცებს“ მივმართო - გამოდით, ბიჭო, წერეთელზე, მინდა, დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისა და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ; როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ დასრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, ბატონმა ბენდელიანმა, მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდა ღირსებით, დროულად და ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში.

ბუნებრივია, მეორე ეტაპი 15 მარტამდე დამთავრდება, რომელიც გულისხმობს ტროტუარების მოწყობას, განათების, „ლედ" ბოძების დამონტაჟებას, ავტობუსების გაჩერების მოწყობას. დანარჩენი, ორმხრივი მოძრაობა, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული, ვადაში შესრულდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ. გამოდით ახლა, უნდა დაგთვალოთ",- ამბობს ზარქუა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics