|
2024-01-31 16:50:35, 823 ნახვა
საზოგადოება
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დასაქმების მსურველებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დასაქმების მსურველ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრებზე, რომელშიც ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, კერძოდ მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიების სპეციალისტების უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. "მონიტორინგის სამსახურის მესამე, მეორე და პირველი კატეგორიების სპეციალისტების პოზიციებზე დასაქმების სურვილი 400-მდე მოქალაქემ გამოხატა. დასაქმების მსურველებს, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ამ ეტაპზე 65 ვაკანსიაზე დასაქმდნენ, მათი ანაზღაურება კი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. გარდა ამისა, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტებზე დამატებითი ვაკანსიები გამოაცხადოს. დაინტერესებული პირები განაცხადის შევსებას და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას კვლავ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge შეძლებენ. CV-ის და განაცხადის შეტანა ასევე, შესაძლებელი იქნება თბილისის მერიაში (მისამართი: ჟ. შარტავას ქ. N7). მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ფუნქციას წარმოადგენს თბილისში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოხდენა. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 862 ლარს, მეორე კატეგორიის - 2 660 ლარს, ხოლო პირველი კატეგორიის - 3 325 ლარს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)