12:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 17:00:55, 795 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 200-მდე მწვრთნელი გადამზადდა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელები პროფესიულად გადამზადდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მწვრთნელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

„პროგრამაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მონაწილეობა 200-მდე მწვრთნელმა მიიღო. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს, ასევე, იმ სიახლეებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში პერიოდულად ინერგება.

გადამზადების პროგრამა „საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ“, „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ“, „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ“ და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ განახორციელა, პროცესში კი საერთაშორისო სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

გადამზადების კურსები ხელს შეუწყობს შესაბამის სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში აუცილებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics