12:09 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 12:55:24, 766 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო ტექ.კომპანია Thoughtworks-ი „თიბისისთან“ წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს

1 წელია რაც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გასამარტივებლად „თიბისიმ“ და წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია რომ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ცოდნას იზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან.

Thoughworks-ი განვლილ პარტნიორობას აჯამებს და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში „თიბისის“ ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ განიცადა. პარტნიორობის შედეგად, ტრანსფორმაცია მეტად გამჭირვალე, სწრაფი და თანმიმდევრული გახდა. ტექნოლოგიური პროცესები გამარტივდა, გაიზარდა შიდა ტექ გუნდის მოტივაცია და კმაყოფილება.

„თიბისის“ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღმა გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილება დგას. ტექ-ტრანსფორმაციის პირდაპირი შედეგი მომხმარებელზე გადის, რომლისთვისაც სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, მიწოდებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხიც გაიზრდება და ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის.

Thoughtworks-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კლიენტების შერჩევა, რომელთან თანამშრომლობის პროცესიც ორმხრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს იძლევა. შესაბამისად, სტრატეგიული იყო გადაწყვეტა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირება სწორედ TBC GROUP-თან თანამშრომლობით დაიწყო.

„ჩვენი ბიზნესების ყველაზე სტრატეგიულ სფეროებში საუკეთესო და სასურველი ხარისხის მიღწევაში Thoughworks-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი.

„თიბისისთვის“ Thoughtworks-ი  მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ", - განაცხადა ბიძინა მაცაბერიძემ, „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა.

„თიბისი“ ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს.

სტატია- https://www.thoughtworks.com/clients/tbc-bank?utm_source=linkedin&utm_medium=social-organic&utm_campaign=client_story_tbc-bank_2024-01.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics