12:09 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 13:21:45, 613 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან იოსებ ჭელიძესთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი ესწრებოდა.

"სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაბანში, სოფელ კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ყაზარმებს, სასადილოს, სპორტულ დარბაზს, გამშვებ პუნქტს, ავტოფარდულს და სხვა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურას.

ასევე, ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დისლოკაციისთვის შესაბამისი ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თბილისში მიმდინარეობს ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის სენდვიჩ პანელის შენობების მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, საოფისე და სასაწყობე შენობები, სასადილოები, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავის და რუსთავის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა.

ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics