18:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 12:42:58, 658 ნახვა

საზოგადოება
შსს - 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, 1 887 223 კი გავიდა

2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი 1 887 223-მა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.

შსს-ს ცნობით, მეოთხე კვარტალში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, მეოთხე კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა, ხოლო თურქეთის შემდეგ პირველი ექვსეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში, 4 609 381-ჯერ განხორციელდა, ხოლო საზღვრის მკვეთავების 33% ქართველები, 67% კი უცხოელები იყვნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics