00:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 15:11:15, 764 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებით, სამების ტაძარში დასვენებულია ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული

დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. 

ჭიღლაძის ინფორმაციით, საუბარია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, ხატმწერის ვინაობა კი, უცნობია.

"საინტერესოა, ვინაა ეს ხატმწერი და ის მღველები, რომლებიც ამ მწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობენ ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი",- დაწერა ილია ჭიღლაძემ "ფეისბუქის" გვერდზე.

მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორის, ათასობით სასულიერო პირის მკვლელის და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედის, იოსებ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში. რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მორიგი წარმატება, რომელიც დროა, შევიმჩნიოთ",- წერს კანდელაკი "ფეისბუქზე".

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ამ საკითხზე "ექსპრესნიუსი" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics