|
2024-01-05 21:08:40, 792 ნახვა
საზოგადოება
ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ Meta-სგან 47-ჯერ გამოითხოვა ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ
2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ მეტამომხმარებელთა პირადი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის 47 მოთხოვნა განხორციელდა, სულ 149 მოთხოვნიდან. „მეტას“ წლიური ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნების უმეტესი ნაწილი განხორციელდა სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით და საქართველოდან მიღებული მოთხოვნების 93,62% დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ მეტამ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა. საუბარია Facebook, Instagram, Messenger, Oculu და Whatsapp ანგარიშებზე. ყოველი განაცხადის დეტალური სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე, ჰოლდინგი წყვეტს, მიაწოდოს თუ არა ინფორმაცია სრულად, ნაწილობრივ, თუ არა, - ამბობს მეტა. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობის მხრიდან მოთხოვნის რაოდენობა გაიზარდა. 2022 წლის ამავე პერიოდში საქართველოდან მეტას მხოლოდ 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლის-დეკემბერში კი - 28. საქართველო აბსოლუტური ლიდერია მომხმარებელთა მონაცემების მოთხოვნაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მეტამ სომხეთის ხელისუფლებისგან ხუთი მოთხოვნა მიიღო 2022 წლის იანვარ-ივნისში, ხოლო 15 აზერბაიჯანიდან. გასული წლის პირველ ექვს თვეში მეტამ მიიღო ყველაზე მეტი მოთხოვნა აშშ-დან - 74 ათასამდე (73,956) მოთხოვნა, რაც შეეხო 125 ათასზე მეტი ადამიანის ანგარიშებს. მოთხოვნების 87,84% დაკმაყოფილდა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)