|
2023-12-28 15:29:25, 550 ნახვა
საზოგადოება
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3 000-მდე პაციენტს გაუწია
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3 000-მდე პაციენტს გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებამ მრავალპროფილური მიმართულებით ფუნქციონირება 15 სექტემბრიდან დაიწყო. "დაინერგა ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები. აღსანიშნავია, რომ რუხის მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში ერთადერთია, რომელიც მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას Canon-ის 640-შრიანი, უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურით უზრუნველყოს. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის თბილისიდან მოწვეული ექიმებით არის დაკომპლექტებული. კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი , ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ. ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კლინიკის სამედიცინო მომსახურებით, 800-მდე პაციენტმა ისარგებლა. საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)