|
2023-12-20 14:15:31, 555 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. ანგარიში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა. ზაზა შავაძემ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და უწყების 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმერების კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერას. ოთარ შამუგიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. „აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფერმერების და მეწარმეების დასახმარებლად 15-მდე პროექტს ვახორციელებთ. ეს პროექტები სრულად მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვს. ამ პროექტებმა ჩვენ მოგვცა ის შედეგი, რომ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 112 პროცენტითაა გაზრდილი აგროწარმოება და თითქმის 150 პროცენტამდეა გაზრდილი ექსპორტი. წელს ამ მიმართულებებით რეკორდული მაჩვენებლები გვექნება. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა გასული წელი შეაჯამა. ვფიქრობ, ყველასთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი. ამ წინსვლაში ქვეყნის ყველა რეგიონს შეაქვს საკუთარი წვლილი. აჭარას აქვს გამორჩეულად დიდი პოტენციალი, არაერთი მიმართულება, რომელიც სულ უფრო მეტად არის გამოყენებული და იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას მეტი დოვლათი და გაიზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა გარემოს დაცვის მიმართულებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმას, რომელიც სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ ხორციელდება. ოთარ შამუგია კლიმატის ცვლილების ფონზე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში კლიმატის ცვლილებებზე აქტიურად მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, რათა კონკრეტული და ხელშესახები შედეგები მივიღოთ. ღონისძიებაზე, მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც წვლილი შეიტანა გადაწყვეტილების მიღებაში. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიურ ანგარიშს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეწარმეები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები დარგში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)