13:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 18:28:51, 566 ნახვა

საზოგადოება
მერია - ჩუღურეთის გამგეობის მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში  რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 61 მისამართზე გზის საფარი. 28 მისამართზე მოეწყო  გრუნტის დამჭერი  კედელი. რეაბილიტირდა 50 არსებული და მოეწყო ერთი ახალი სკვერი. რაიონის მასშტაბით, რეაბილიტირდა 18 სპორტული მოედანი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში 108 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 13 ავარიული თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი. 10 მისამართზე რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე და აივანი. ასევე, 30 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.

"მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 7 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899  ლარი დაიხარჯა.

რაიონის გამგებელმა მოსულ სტუმრებს  2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო. 

ღონისძიების ბოლოს დავით მაქაცარიამ მოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა რაიონში განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის.

ჩუღურეთის  გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics