16:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 14:33:01, 789 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - რა ხიდზეა საუბარი, ხიდზეც რომ მანქანა იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსექტივაში უსარგებლოა.

ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო „იდგა“. რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადები კიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics