16:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 11:52:37, 623 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა FAO-ს მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი ორგანოს სესიაში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა FAO-ს მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი ორგანოს მე-10 სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მმართველი ორგანოს მე-10 სესიაზე ძირითადი ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნება-დაცვას, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების შერჩევას და გავრცელების ხელშეწყობას, ეროვნული კოლექციების და თესლის გენეტიკური ბანკის შექმნის აუცილებლობას დაეთმო.

„სესიაზე ყურადღება გამახვილდა ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერაში, შენარჩუნებასა და გავრცელების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში ქვეყნების მთავრობების ჩართულობასა და მათ როლზე.

თემატური შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პრეზიდენტს ლუიჯი მოიოს და სამეცნიერო დირექტორს ჟან კლაუდ რუფს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ქართველ მკვლევართა ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობას, მეღვინეობის და ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორი 2017 წლიდან არის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics