|
2023-03-27 00:53:08, 1286 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომელმაც ნეთანიაჰუს რეფორმა გააკრიტიკა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადააყენა ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი მას შემდეგ, რაც გალანტმა საჯაროდ მოუწოდა მთავრობას შეაჩეროს რადიკალური სასამართლო რეფორმა. ისრაელში, უკვე მესამე თვეა, სახალხო პროტესტი არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობა გეგმავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას. ახლა მას აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს პარლამენტის გადაწყვეტილებები, თუკი მათ უკანონოდ მიაჩნია. როგორც გალანტმა აღნიშნა, შემოთავაზებულმა სასამართლო რეფორმამ გამოიწვია საზოგადოებაში უზარმაზარი განხეთქილება, ისევე როგორც სიბრაზის, ტკივილისა და იმედგაცრუების უპრეცედენტო გრძნობა, რომელიც გავრცელდა ჯარზე. ”ეს წარმოადგენს მკაფიო, უშუალო და ხელშესახებ საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის”, - თქვა შაბათს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. მან დასძინა, რომ უარს ამბობს ინიციატივის ამჟამინდელი სახით მხარდაჭერაზე და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა. ამ განცხადების შემდეგ ნეთანიაჰუმ თავისთან დაიბარა გალანტი და პირადად უთხრა, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგა და გალანტი თავდაცვის დეპარტამენტს ვეღარ ხელმძღვანელობდა. ნეთანიაჰუს რეფორმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს ჩამოერთვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ისრაელის პარლამენტი შედგება ერთი პალატისაგან. უზენაესი სასამართლო აქამდე აკონტროლებდა ხელისუფლების ქმედებებს, ბლოკავდა კანონების მიღებას, რომლებიც მას უკანონოდ თვლიდა. შემოთავაზებული ცვლილებები ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვეტო შეიძლება გადაილახოს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით 61 ხმით. ეს ნიშნავს, რომ მმართველ კოალიციას, რომელსაც აქვს მანდატების უმრავლესობა ქნესეტში, შეძლებს თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს ნებისმიერი კანონი. კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. პირიქით, ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულს უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)