|
2023-03-17 13:43:55, 1356 ნახვა
მსოფლიო
Politico - ჩინეთმა რუსეთს შაშხანები და სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა
ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს 1 000 შაშხანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავენს, რომელებიც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის დრონების ნაწილები და ჯავშანჟილეტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ImportGenius-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიმწოდებლებს შორის არის ჩინეთის მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორი კომპანია, China North Industries Group Corporation Limited-ი. "შეიარაღებას შორის, რომლებიც რუსულ კომპანიას გადაეცა, CQ-A ტიპის საბრძოლო შაშხანებიც არის, რომლებიც ამერიკული M-16-ის მოდელის მიხედვითაა შექმნილი, მაგრამ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც სამოქალაქო სანადირო იარაღი. ამასთან ერთად, ჩინეთმა რუსეთში დრონების ნაწილების 12 პარტია და 12 ტონა ჯავშანჟილეტები თურქეთის გავლით გააგზავნა",- წერს გამოცემა. გამოცემის ცნობითვე, ეს პირველი დადასტურებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს საბრძოლო იარაღებს აწვდის. როგორც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში აცხადებენ, ეს კრიზისი ჩინეთს არ შეუქმნია და სამხედრო შეიარაღება ომის მონაწილე არცერთი ქვეყნისთვის არ გაუგზავნია.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)