|
2023-03-15 09:46:40, 1256 ნახვა
მსოფლიო
სომხეთმა მარგარიტა სიმონიანსა და სხვა პროპაგანდისტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს პროპაგანდისტებს - RT-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანსა და Life tabloid-ის დამფუძნებელს არამ გაბრელიანოვს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. როგორც ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სომხეთს აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესებიდან გამომდინარე. "სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს მოელოდოს პატივისცემას. სომხეთს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვების შემთხვევაში", - ხაზგასმით აღნიშნა მან. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთმა ადამიანებმა პატივი უნდა სცენ სომხეთს და ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. „ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტზე: ამ ადამიანებმა თავიანთი ქვეყნების წინააღმდეგ ქმედებების ერთი პროცენტი მაინც რომ ჩაიდინონ, რაც სომხეთის წინააღმდეგ ჩაიდინეს, საკუთარ სახლშიც კი ვერ შევიდოდნენ. და ამით ყველაფერი ნათქვამია“- ამბობს ფაშინიანი. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ რამდენიმე პროპაგანდისტს აეკრძალა და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური სტრუქტურები მუშაობენ. RT-ის მთავარი რედაქტორი ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გამოეხმაურა და ფაშინიანს შეშლილი უწოდა და განაცხადა, რომ ის, "წმინდა სომეხი" ამჟამინდელი პრემიერის დროს სომხეთში წასვლას არც გეგმავდა. „არასდროს არაფერი მითქვამს არცერთ დერეფანზე, მაგრამ მე ვთქვი და ვისაუბრებ პირადად ფაშინიანზე - რომ ის არის სომეხი ხალხის მოღალატე, რომ მან გაყიდა და უღალატა ყველა სომხურ ინტერესებს, რომელთა ღალატი და გაყიდვა შეეძლო. მას სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს. ის არის ნაგავი სინდისის გარეშე“, - წერს სიმონიანი Telegram არხზე.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)